აშშ-ის სენატში დემოკრატიული უმცირესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა ამერიკელებს მიმართა და განაცხადა, რომ დემოკრატებმა სენატში გაიმარჯვეს. ეს განცხადება მან კონგრესის შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგების ფონზე გააკეთა, რომლის მიხედვითაც რესპუბლიკური პარტია ზედა პალატაში უმრავლესობას კარგავს.
იუწყება CNN.
წინასწარი შედეგებით, დემოკრატებმა სენატში უკვე მოიპოვეს 53 მანდატი, რაც უმრავლესობისთვის საკმარისია. რესპუბლიკელებს ამ დროისთვის 39 ადგილი აქვთ, თუმცა რამდენიმე შტატში ხმების დათვლა ჯერ კიდევ გრძელდება.
შუმერის განცხადებით, დემოკრატებმა ძლიერი „ლურჯი ტალღა“ შექმნეს, რადგან მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა შტატში ამომრჩევლის სათქმელი გაითვალისწინეს. შუმერმა არჩევნების შედეგებს სენატის პოლიტიკური რუკის „თაობაში ერთხელ გადახაზვა“ უწოდა და აღნიშნა, რომ ახლა დემოკრატებმა ამომრჩეველთა მოლოდინი უნდა გაამართლონ.
„ჩვენ მათ მოვუსმინეთ და ისინი, პირველ რიგში, მაღალ ფასებზე, ქაოსსა და კორუფციაზე საუბრობდნენ. ყველა წინააღმდეგობის მიუხედავად, ჩვენ, დემოკრატებმა, სენატში გავიმარჯვეთ. ამერიკელ ხალხს მივმართავთ: შვება ახლოსაა“, – განაცხადა შუმერმა.
ამასთან, შუმერმა აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ცუდი პრეზიდენტია. მისი თქმით, რესპუბლიკელებმა შეცდომა დაუშვეს, როდესაც მას მხარი დაუჭირეს.
„რესპუბლიკელებმა არჩევანი გააკეთეს და ტრამპს უფსკრულისკენ გაჰყვნენ“, – განაცხადა შუმერმა ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, ტრამპი ზოგჯერ ისეთ საკითხებზე საუბრობდა, რომლებიც აბსურდული იყო და ხშირად ისეთ გადაწყვეტილებებს იღებდა, რომლებმაც მოქალაქეების ხარჯები გაზარდა. შუმერის განცხადებით, ამის გამო რესპუბლიკელებმა ამომრჩეველთა მხარდაჭერა დაკარგეს.