უსამა ბინგ ლადენის მოადგილის აუდიომიმართვის თანახმად, "ალ-ქაიდას" ლიდერმა ბოევიკებს სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ ტერაქტების განხორციელება აუკრძალა.
"მთელ რიგ ოპერაციებს შეცდომით მიაწერენ მოჯაჰედებს, მათ შორის, მუსულმანთა წინააღმდეგ თავდასხმებს მეჩეთებში, ბაზრებში,"_აცხადებს საკუთარ მიმართვაში ხალიდ ალ-ზავახრი, რომელსაც ბინ-ლადენის მოადგილედ მიიჩნევენ.
ალ-ზავახრი ირწმუნება, რომ ის და მისი თანამებრძოლები "ალ-ქაიდადან" ამ ტერაქტებთან არავითარ კავშირში არ არიან. მეტიც, ამ სახის ტერაქტს გმობენ.
ანალოგიური განცხადება გააკეთეს "თალიბანის" მოძრაობის წევრებმაც. თუმცა ალ-ზავახრის მტკიცებით, ბინ ლადენს ამ ინფორმაციის კიდევ ერთხელ გახმიანება სურდა.
"შეიხ უსამა ბინ ლადენმა მთხოვა, კიდევ ერთხელ გამეცხადებინა მისი პოზიცია. ამიტომ მოჯახედებს შარიათის კანონების გაზიარებისკენ მოვუწოდებ. ოპერაციის დაგეგმვამდე მათ მუსულმანთა ინტერესები უნდა გაითვალისწინონ,"_აცხადებს ბინ-ლადენის წარმომადგენელი.
ამასთან, ალ-ზავახრი იანვარში ალექსანდრიის ქრისტიანულ-კოპტურ ეკლესიაში მომხდარ ტერაქტთან "ალ-ქაიდას" კავშირს გამორიცხავს.