ლიბიის ლიდერი მუამარ კადაფი ქვეყნის სახელმწიფო ტელევიზიით სიტყვით გამოვიდა. კადაფი ლიბიაში მომხდარი სიტუაციაში ბრალს "ალ-ქაიდას" მეთაურს, უსამა ბინ ლადენს ადანაშაულებს.
კადაფის თქმით, ლიბიაში დაწყებულ საპროტესტო აქციებზე არც ერთი ღირებული მოთხოვნა არ იყო გათვალისწინებული, ხოლო ამ აქციების დამგეგმავი და ორგანიზატორო ბინ ლადენი იყო.
"ლიბიაში არსებულ სიტუაციაზე პასუხისმგებლობა "ალ-ქაიდას" ლიდერებს ეკისრებათ. ბინ ლადენმა ლიბიელი ახალგაზრდობა გაასულელა ნარკოტიკული საშუალებებითა და ალკოჰოლური სასმელით. ამის შემდეგ დაიწყო საპროტესტო აქციები, რომელშიც მონაწილეობას სწორედ ეს ახალგაზრდები იღებდნენ", - განაცხადა კადაფმა.
მან კიდევ ერთხელ ახსენა ის, რომ ქვეყანაში დატრიალებული ამბები მხოლოდ ლიბიელების საქმეა და არა სხვა ქვეყნების.
"ჩვენი ქვეყანა არაა მაგალითი ეგვიპტისა და ტუნისისა. მიხედეთ საკუთარ ქვეყნებს", - აღნიშნავს კადაფი.
კადაფიმ სამძიმარი გამოუცხადა შეტაკებების დროს დაღუპულ არასრულწოვანების ოჯახებს და განაცხადა, რომ მათი მკვლელები აუცილებლად დაისჯებიან.