მუამარ კადაფის ხვედრის გაზიარების შიშით, საუდის არაბეთის მეფემ ახელმწიფო სტრუქტურებში მომუშავეების, სტუდენტებისა და უმუშევრებისთვის 36 მილიარდ დოლარი გამოყო.
მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესების მიზნით, საუდის არაბეთის მეფემ აბდალა იბნ აბდელ აზიზ ას-საუდმა თავის ხელქვეითებს 36 მილიარდი დოლარი გამოუყო. ამის შესახებ Financial Times-ი იტყობინება.
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მონარქი ანტისამთავრობო გამოსვლების თავიდან აცილებას ცდილობს, რომლებმაც უკვე არაბული სამყაროს მთელი რიგი ქვეყნები მოიცვა.
საუდის არაბეთის მეფემ ხელფასის 15%-ით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. თანხის ნაწილი კი სტუდენტებისა და უმუშევრებისკენ იქნება მიმართული. ამასთან, მეფე ქვეყანაში დავალიანებების გამო არსებული დასჯის მეთოდის შერბილებას აპირებს. ამის შესახებ მან აშშ-იდან დაბრუნებისას საჯარო გამოსვლისას აღნიშნა, სადაც იგი სამი თვის განმავლობაში მკურნალობდა.
შეგახსენებთ, საუდის არაბეთის მეფე აბდალა მსოფლიოში უმდიდრეს ადამიანად ითვლება.