ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლს ოპოზიცია აკონტროლებს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
ოპოზიცია ლიბიის დედაქალაქში გამარჯვებას ზეიმობს.
ტრიპოლზე კონტროლი მათ სიდიდით მესამე ქალაქ მისრატას შემდეგ დაამყარეს.
ოპოზიცია ასევე აკონტროლებს სიდიდით მეორე ქალაქ ბენგაზსაც.
შეგახსენებთ, რომ ლიბიაში არეულობები, რომელიც შემდეგ სამოქალაქო ომში გადაიზარდა, კვირაზე მეტია მიმდინარეობს. ლიბიელი ხალხი ქვეყნის ლიდერ მუამარ კადაფის 42-წლიანი მმართველობის დასრულებას ითხოვს. არეულობების შემდეგ არაოფიციალური ინფორმაციით დაახლოებით 2000 ადამიანია დაღუპული.