2010 წლის დეკემბერში მიღებული რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო შეიარაღების პროგრამა, რომელიც 2020 წლამდეა გაწერილი 19 ტრილიონ რუსულ რუბლზე მეტადაა შეფასებული. ეს განცხადება რუსეთის თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ვლადიმერ პოპოვკინმა დღეს გააკეთა.
მისივე თქმით, სახელმწიფო პროგრამის საფუძველში იარაღის მოდერნიზაცია დევს.
"მასზე 19 ტრილიონ რუბლზე მეტი დაიხარჯება. პროგრამის მთავარი პრიორიტეტი სტრატეგიული ბირთვული ძალების განვითარებაა", _ განაცხადა პოპოვკინმა.
მისივე თქმით, 2020 წლამდე აიგება რვა სტრატეგიული ატომური წყალქვეშა ნავი, რომლის შეიარაღებაზე იქნება კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტები "ბულავა". ამას გარდა, რუსეთის სამხედრო საჰაერო ძალების კუთვნილი "ტუ-160" ტიპის თვითმფრინავების მოდერნიზაციაც იგეგმება.