რუსეთის ფედერაციის შეიარაღების სახელმწიფო პროგრამა, რომელიც 2020 წლამდეა გაწერილი დაახლოებით 600 თვითმფრინავისა და 1000 მდე ვერტმფრენის შესყიდვას გულისხმობს. ეს განცხადება დღეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში გაკეთდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
"ამასთან ერთად, აღსანიშნავია, რომ 100 ვერტმფრენი უკვე მიმდინარე წელს იქნება შესყიდული. ამას გარდა, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო 2020 წლამდე ასევე გეგმავს 100 გემის შესყიდვას აპირებს, რომელთა შორის იქნება 20 წყალქვეშა ნავი, 35 კონვერტი და 15 ფრეგატი", _ იუწყება რუსული მედია.