ისრაელის ფიჭვური კავშირგაბმულობის კომპანია Cellcom -მა თავის აბონენტებს საქართველოში მოგზაურობა ურჩია. ინტერნეტ პორტალი IzRus -ის ინფორმაციით, კომპანია Cellcom -ის კლიენტებმა ელექტრონული ფოსტით, სარეკლამო გვერდის ბმული მიიღეს, სადაც აღნიშნულია თუ რამდენად მომხიბვლელია ტურისტებისთვის "მდინარეებისა და ღვინის ქვეყნის"- საქართველოს სტუმრობა. სარეკლამო სტატიაში აღნიშნულია თუ რა წარმატებებს მიაღწია საქართველომ 2,5 წელში, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ. ტურისტებს რეკომენდაცია ეძლევათ ასევე მოინახულონ თბილისი, დაათვალიერონ მისი ახალი არქიტექტურული ნაგებობები (პრეზიდენტის სასახლე და შსს-ს შენობა), რომლებიც საოცრადაა შერწყმული ძველ არქიტექტურასთან. სარეკლამო სტატიას "ავტოსტიპით საქართველოში" ქვია.
ისრაელის მოქალაქეებს რეკომენდაცია ეძლევათ ეწვიონ ოქროს ბირჟას, სადაც შესაძლებელია იუველური ნაკეთობების შეძენა, ასევე მოინახულონ გოგირდის აბანოები, დააგემოვნონ ქართული სამზარეულო, განსაკუთრებით კი ხაჭაპური და ხინკალი. იქვე განმარტებულია, რომ ხაჭაპური არ არის გიენბა, ხოლო ხინკალი კი პილმენის ნაირსახეობას წარმოადგენს.
როგორც Iზღუს -ი იტყობინება, სარეკლამო შეთავაზება არასათანადო დროს გავრცელდა, რადგანაც თებერვლის შუა რიცხვებში ისრაელის ტერორიზმის კვლევის შტაბმა გამოაქვეყნა იმ სახელმწიფოების სია, სადაც თავის მოქალაქეებს მოგზაურობისგან თავის შეკავებას ურჩევს, მათ შორისაა საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი.