გაერო ლიბიაში მიმდინარე არეულობის გამო საგანგებო სხდომის ჩატარებას გეგმავს.
ორგანიზაციის თავმჯდომარის, პან გი მუნის განცხადებით, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო საგანგებო შეკრებას დღეს გამართავს.
"მე ისევ მოვუწოდებ ლიბიის მთავრობას შეწყვიტოს ძალადობა, დაიცვას ადამიანის უფლებები და საკუთარი მოქალაქეები. ჩვენი ადამიანის უფლებათა საბჭო აპირებს სპეციალურ სესიაზე შეკრებას. ვნახოთ როგორ მუშაობას საერთაშორისო საზოგადოება კრიზისულ ვითარებაში", - განაცხადა პან გი მუნმა.
ამასთან, გაეროს გენერალური მდივნის განმარტებით, მან რეგიონში საკუთარი წარმომადგენლებიც მიავლინა.
მასალის გამოყენების პირობები