მილიარდერმა ჯორჯ სოროსმა ტელეკომპანია Fox News -ი სიცრუის გავრცელებაში დაადანაშაულა. სოროსის აზრით, ტელეკომპანია პროპაგანდისტულ საშუალებებს იყენებს, რასაც ვეიმარის რესპუბლიკის დროს ნაციონალ-სოციალისტები გერმანიის ხელისუფლებაში მოსასვლელად მიმართავდნენ. ამის შესახებ ჯორჯ სოროსმა სი-ენ-ენთან ინტერვიუში განაცხადა.
"შეუძლებელია, დაიჯერო, რომ ღია საზოგადოებაში, დემოკრატიის პირობებში, შესაძლებელი იქნებოდა ამის განხორციელება, თუმცა რეალურად, ისინი მიზანს აღწევენ. ისევე, როგორც მიზანს მიაღწიეს გერმანიაში, სადაც ვაიმარის რესპუბლიკა დაეცა, რასაც ნაციზმის პერიოდი მოჰყვა", _აღნიშნა მილიარდერმა.
აღსანიშნავია, რომ ტელეკომპანია F Fox News -ის კომენტატორები ცალკეული საავტორო პროგრამის საშუალებით, რამდენიმე წლის განმავლობაში სოროსს ლიბერალების დაფინანსებაში ადანაშაულებდნენ. კერძოდ, ამ ტელეარხზე ლიბერალების ფასეულობებს ხშირად აკრიტიკებენ და მათ ამერიკელთაAუმეტესობისთვის უცხო ღირებულებებად მიიჩნევენ. ამავე ტელევიზიის საავტორო პროგრამის წამყვანი გლენ ბეკი ამერიკის პოლიტიკასთან მიმართებით ჯორჯ სოროსის გავლენას აკრიტიკებს.