ევროპარლამენტის დეპუტატი, ანტიგლობალისტი ჯულიეტტო კიეზა, საუბრობს იმაზე თუ რა ელის უახლოეს მომავალში რუსეთს, ევროპას, აშშ-სა და ჩინეთს. კიეზა ყირიმში საერთაშორისო მედიაკლუბის "ფორმატ ა3"-ის მიწვევით ჩავიდა და აღნიშნული პროგნოზიც იქ გააკეთა.
"უახლოეს წლებში მსოფლიოს რესურსებისათვის ბრძოლა ემუქრება. იმისათვის რომ კატასტროფა თავიდან ავიცილოთ საჭიროა ქცევის ეთიკის ფუნდამენტალური გარდატეხა. ამასთან ერთად ფინანსური ელიტები, ყველა პრობლემის გადაწყვეტას 2001 წლის 11 სექტემბრის სცენარით შეეცდებიან", _ აცხადებს კიეზა და აღნიშნავს, - "ჩვენ ისეთი გარდამავალი პერიოდის დასაწყისში ვიმყოფებით, რომელსაც აქამდე ისტორიაში პრეცედენტი არ ჰქონია. მას შეეძლო დამდგარიყო, ჯერ კიდევ ათი წლის წინ, მაგრამ აშშ-მ 2001 წელს 11 სექტემბრის მოვლენებით კრიზისი 7 წლით გადადო. მხოლოდ გადადო - არ გააუქმა და 2008 წელს კრიზისი დაბრუნდა. ვის იხეირებს ამ ეპოქაში ძნელი სათქმელია - თუმცა უკვე ცხადი ხდება, რომ გასული საუკუნეების ეპოქა დასასრულს უახლოვდება. დღეს უკვე ცხადია, რომ რესურსების ჩაკეტილი სისტემის შიგნით განვითარება შეუძლებელია - მსოფლიომ განვითარების ზღვარს მიაღწია. ყველა ის ვინც საუბრობს იმაზე, რომ ადრინდელი სისტემა შენარჩუნებული იქნება - ცრუობს. ნახშირი, ნავთობი, ურანიც კი - პლანეტის ყველა რესურსი ამოწურულია და მხოლოდ დროის საკითხია თუ როდის ამოიწურება ისინი საბოლოოდ. ყველა ჩვენი რეალია, ყველაფერი ის რასაც ჩვენ მივეჩვიეთ შეიცვლება და ფულის ცივილიზაციაც წავა", _ აცხადებს ჯულიეტტო კიეზა.
მისივე თქმით, ეს მართლაც გლობალური კრიზისია, მათ შორის ენერგეტიკული კრიზისი. დღეს ჩვენ წყალსაც იმაზე მეტს ვიყენებთ, ვიდრე ბუნებას შეუძლია მისი მოცემა და რა იქნება როდესაც 300 მილიონი ადამიანი მომდევნო ათი წლის განმავლობაში ამ რესურსის ნაკლებობას იგრძნობს? ჩვენ ვაწარმოებთ ნარჩენებს ისეთი შიდა სტრუქტურიდან, რომელიც გადამუშავებას არ ექვემდებარება. ჩვენ თავად ბუნების კურსი შევცვალეთ.
"დღეს ჩვენ თვითშეზღუდვას უნდა მივართოთ, უნდა შევიცვალოთ ჩვენ და შევცვალოთ ჩვენი ცხოვრების წესი. საჭიროა კულტურული, ორგანიზაციული, პოლიტიკური რევოლუცია და საჭიროა ენერგიის ხარჯვის შემცირება. იმიტომ, რომ ჩვენით უკვე მანიპულირებენ, ჩვენ გვატყუებენ. ადამიანები ვაჭრობის საგნად გახადეს. აბსოლუტური უმრავლესობის ტვინი კონტროლდება. ჩვენ ვცხოვრობთ ბაზრისათვის, მაშინაც კი როდესაც ვშრომობთ და მაშინაც კი როდესაც ვისვენებთ. სწორედ იგი გვკარნახოვს ჩვენ ჩვენს მოქმედებებს. ჩვენ არ ვართ თავისუფალი ხალხი. ჟურნალისტებმა ამის შესახებ ადამიანებს ინფორმაცია უნდა მიაწოდონ, თუმცა მედია დუმს. ტელევიზია 24 საათის განმავლობაში გვეუბნება ჩვენ, რომ უნდა შევიძინოთ საგნები, რომ ჩვენი ფასეულობების შკალა - ეს მსყიდველობითუნარიანობაა. რეალურად თანამედროვე ტელევიზიებში უშუალოდ ინფორმაციას 8 %-ზე მეტი არ უჭირავს. ყველაფერი დანარჩენი რეკლამა და გართობაა და შედეგად ადამიანის ჩამოყალიბებას სწორედ ეს 92 % ახდენს", _ აცხადებს ჯულიეტტო კიეზა.
მისივე თქმით, პრობლემების დასაძლევად საჭიროა მედიის ნაციონალიზება - "50 წლის წინ ადამიანის პიროვნების ფორმირება ოჯახში, სკოლაში, ხანდახან ეკლესიაში ხდებოდა. ახლა კი 90% ახალგაზრდის აზროვნება ტელევიზიის მიერაა ფორმირებული. ტელევიზია მთელს მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურა გახდა. მედიის სისტემა ეს ადამიანების ფუნდამენტალური უფლებაა და მისი პრივატიზება არ შეიძლება. ისინი სახელმწიფოსა და ხალხს უნდა დაუბრუნდეს. პლანეტაზე მიმდინარე ამბების მოთხრობა ტელევიზიის გარეშე შეუძლებელია ამის ნაცვლად კი ტელევიზორი გვარწმუნებს ჩვენ, რომ ვიყიდოთ კიდევ ერთი მანქანა. ზუსტად ასევე მე დარწმუნებული ვარ, რომ საჭიროა ყველა ბანკის ნაციონალიზება, რომლებიც ფულს უშვებენ. ჩვენ ფულზე კონტროლს ვკარგავთ.
"ჩვენში - მე სახელმწიფოსა და სახელმწიფოების მოქალაქეებს ვგულისხმობ. დეკემბრის შუა რიცხვებში "ნიუ-იორკ თაიმსმა" სტატია გამოქვეყნა, იმის შესახებ, რომ ყოველთვიურად უოლ-სტრიტზე მდებარე რომელიმე რესტორანში მსოფლიოს 9 ბანკის მმართველი იკრიბება: "გოლდმან საკს", "UBS", "ბანკ ოფ ამერიკა", "დოიჩე ბანკ" და მათი მსგავსნი. ყოველთვიურად ეს 9 ადამიანი იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც ექვს მილიარდ ადამიანს ეხება - როგორი იქნება მსოფლიოში უმუშევრობის დონე, რამდენი ადამიანი მოკვდება შიმშილით, რამდენ მთავრობას დაამხობენ, რამდენ მინისტრს იყიდიან და ა.შ. ისინი რესპექტაბელური დამნაშავეები არიან, მაგრამ მათ ნებისმიერ მსოფლიო პოლიტიკურ ლიდერზე მეტი გავლენა აქვთ. მათ აქვთ რეალური ძალაუფლება - ფულის ძალაუფლება", _ აცხადებს ევროპარლამენტის დეპუტატი.
"მილიარდმა ჩინელმა რომ დაიწყოს ხორცის ჭამა და რძის დალევა ისე როგორც ამას ჩვენ ვაკეთებთ - ათი წლის შემდეგ ამ დედამიწაზე ადგილი არ დარჩება. ხოლო როდესაც ადგილი არ იქნება იცით ეს რას ნიშნავს? ჯერ კიდევ 1998 წელს აშშ-ში გამოქვეყნდა დოკუმენტი - " Project for the new American century". ამ დოკუმენტი წინასწარმეტყველურად ეწერა, რომ 2017 წლისათვის ჩინეთი აშშ-სათვის ყველაზე დიდი საფრთხე იქნება. ყველაფერი სრულდება - ჯერ კიდევ 6 წელი დარჩა", _ აცხადებს ევროპარლამენტარი თუმცა არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ პლანეტისათვის ყველაზე დიდი საფრთხეს ჩინეთი წარმოადგენს.
"დღეს ყველაზე დიდი საფრთხე - ნიუ-იორკი, უოლ-სტრიტი, აშშ-ა. დოლარი დღეს უკვე გარდაცვლილია. აშშ-კი ბანკროტი. თუმცა, ამის მიუხედავად, ისინი კარგად შეიარაღებული ბანკროტები არიან. სხვათაშორის საბერძნეთისა და ირლანდიის წინააღმდეგ მიმართული ეკონომიკურ იერიშები მხოლოდ იმისათვისაა პროვოცირებული, რომ ევროპული ვალუტისა და ევროპის სუვერენიტეტი შემცირდეს. რეალურად, Dდღეს ხომ ევრო უფრო ძლიერია, ვიდრე დოლარი", _ აცხადებს ჯულიეტტო კიეზა და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ "ისლამური ფუნდამენტალიზმის საფრთხე" - ეს აშშ-ს შექმნილია, რომელსაც სტარტი 2011 წლის 11 სექტემბერს მიეცა.
"ისლამური სამყარო ერთ საუკუნეში ცხოვრობს, ჩვენ კი მეორეში. ეს მათი ბრალია? არა, უბრალოდ დროისა და სიტუაციის შეგრძნება სრულიად განსხვავებულია. ამასთან ერთად სწორედ ჩვენ შევქმენით გლობალიზაცია და ხელში ჩავიდგეთ მათი რესურსები", _ აცხადებს ჯულიეტტო კიეზა და აგრძელებს, - დღეს ცხადია, რომ მისი აზრით, ევროპა, როგორც პოლიტიკური და კულტურული ფენომენი გააგრძელებს არსებობას, არადა რა თქმა უნდა, კონტინენტზე მიმდინარე პროცესები ძალიან რთულია. დღემდე ხომ არ ყოფილა პრეცედენტი, რომ 27 ქვეყანა მშვიდობიანი გზით გაერთიანებულიყო. ამასთან ერთად ევროკავშირის ნახევარი დღეს "ევროპულია" მეორე ნახევარი კი "ამერიკული", რეგიონის ახლანდელი კრიზისი კი მის ისტორიაში ყველაზე რთული მომენტია".
"მიმაჩნია, რომ რუსეთს შეუძლია ევროპაში დიდი როლის შესრულება. ევროპა დღეს არავის არ ემუქრება. ევროპა ასევე არ დაემუქრება არავის მაშინაც კი როდესაც რესურსების დეფიციტი იქნება. რუსეთსა და ევროპას უდიდესი დამამშვიდებელი როლის შესრულება შეუძლიათ, ჯერ-ჯერობით კი ყველას აშშ "ამშვიდებს", _ აცხადებს ჯულიეტტო კიეზა და იქვე აღნიშნავს, რომ მიუხედავად ყოველივე ზემოთქმულისა მისთავის გაუგებარია თუ საით მიდის რუსეთი ახლა.
"ძნელი სათქმელია. თავადაც კარგად ვერ ვხვდები რა ხდება. ერთის მხრივ ვხედავ, რომ მას დიდი შესაძლებლობების აქვს, მეორეს მხრივ კი ვხედავ იმასაც, რომ რუსეთი ძველებურად აგრძელებს მოქმედებას - მხოლოდ თავის თავს იცავს. ასე რომ, გსურთ მსოფლიოს ბატონობა ამ სიტყვის კარგი გაგებით - "შეიცვალეთ", _ აცხადებს ევროპარლამენტარი და აღნიშნავს, რომ მისი აზრით რუსეთის ახლანდელ ხელმძღვანელობას ეს გაცნობიერებული არ აქვს.
"რუსეთის ხელმძღვანელობა დღეს დიდ დროს უთმობს ამერიკას და ცოტას ჩინეთს. 21-ე საუკუნე არ იქნება აშშ-ს საუკუნე და რუსეთისათვის უაზრობაა ბილეთი ჩასაძირად განწირულ გემზე აიღოს", _ აცხადებს კიეზა.