კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს ბავშვის უკანონო გაშვილებაში მონაწილე პირები: ბიოლოგიური დედა, 1975 წ.დ. ხათუნა ბეჟიტაშვილი, საგარეჯოს პოლიკლინიკის ექიმი-ლაბორანტი , 1958 წ.დ. ელისო მღებრიშვილი, მშვილებელი 1966 წ.დ ანა გენიში და 1960 წ.დ. ნუნუ თედიაშვილი.
გამოძიების შედეგად დადგენილია, რომ ნუნუ თედიაშვილმა დააკავშირა ბიოლოგიური დედა პოლიკლინიკის თანამშრომელ მღებრიშვილთან, რომელიც თავისმხრივ დაუკავშირდა ბავშვის აყვანის მსურველს - ანა გენიშს. მღებრიშვილმა ორსული ხათუნა ბეჟიტაშვილი საგარეჯოს რაიონული საავადმყოფოს ქალთა კონსულტაციის განყოფილებაში აღრიცხვაზე დააყენა, როგორც ანა გენიში და 2010 წლის 18 დეკემბერს ხათუნა ბეჟიტაშვილმა იმშობიარა ანა გენიშის სახელით. თავად მშვილებელმა კი საკუთარ პირადობის მოწმობაში მოათავსა ბეჟიტაიშვილის პირადობის მოწმობიდან ამოღებული ფოტოსურათი, რისი ქსერო-ასლიც ნუნუ თედიაშვილის მეშვეობით წარადგინეს სამშობიაროში. ამის საფუძველზე ბრალდებულებმა აიღეს ბავშვის ყალბი დაბადების მოწმობა ელენე გენიშის სახელით.
სამშობიროდან გამოწერის შემდგომ ახალშობილი იმყოფებოდა ანა გენიშთან.
გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 171-ე და 362-ე მუხლით რაც ითვალისწინებს 3 -5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
მასალის გამოყენების პირობები