ამერიკელი მსახიობმა ჯორჯ კლუნმა უარყო შესაძლებლობა, რომ იგი პოლიტიკოსი გახდება და არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.
"ისე მიცხოვრია, რაც პოლიტიკოსისთვის უჩვეულოა,"_აღნიშნა ჯორჯ კლუნმა "ნიუსვიკთან" ინტერვიუში.
ამასთან, კლუნი აცხადებს, რომ მას უაღრესად არეული პირადი ცხოვრება ჰქონდა და ნარკოტიკებსაც ხშირად იყენებდა.
გამოცემის აზრით, სუდანში ადამიანის უფლებების მხრივ ჯორჯ კლუნის აქტიური მოღვაწეობა ჯორჯ კლუნისთვის, როგორც პოლიტიკოსისთვის, საუკეთესო სტარტი იქნებოდა.
ჯორჯ კლუნიმ აღნიშნა, რომ საარჩევნო კამპანიაში ჩართვის შემთხვევაში, ამომრჩევლის წინაშე საკუთარ ცოდვებს აუცილებლად აღიარებდა. მხოლოდ ამის შემდეგ გამოეხმაურებოდა იმ არსებით პრობლემებს, რაც საზოგადოების წინაშე დგას.
ცნობილია, რომ კლუნი აშშ-ის დემოკრატიულ პარტიას უჭერს მხარს. ერთ-ერთ მომდევნო ფილმში იგი საპრეზიდენტო კანდიდატის როლს შეასრულებს.
შეგახსებებთ, არაერთი ამერიკელი მსახიობი_რონალდ რეიგანი, არნოლდ შვარცნეგერი და სხვები, აქტიორული კარიერის შემდეგ, პოლიტიკოსის ამპლუას ირგებდნენ.