ნიკარაგუა და კუბა მუამარ კადაფის მხარდაჭერას უცხადებენ. ამის შესახებ რადიო "თავისუფლება" იტყობინება. კუბის პრეზიდენტმა ფიდელ კასტრომ განაცხადა, რომ ვაშინგტონი, ნავთობის მიმართ საკუარი ინტერესის რეალიზაციის მიზნით, სავარაუდოდ, ლიბიაში ნატოს ჯარისკაცებს შეიყვანს.
თავის მხრივ, ნიკარაგუას პრეზიდენტმა დანიელ ორტეგამ აღნიშნა, რომ ტელეფონით ესაუბრა მუამარ კადაფის.
ორტეგას აზრით, "პოლკოვნიკი უმძიმეს ბრძოლაშია ჩაბმული. ასეთი მძიმე ვითარების მიუხედავად, იგი დიალოგისთვის მზადყოფნას გამოთქვამს".
ამასთან, ორტეგას თქმით, კადაფი ცდილობს, საკუთარი ერის ერთიანობა შეინარჩუნოს.
შეგახსენებთ, ლიბიაში საპროტესტო გამოსვლები ერთი კვირის წინ დაიწყო, რასაც არაოფიციალური მონაცემებით, 800 ადამიანი ემსხვერპლა.