ევროკავშირმა ლიბიასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები შეაჩერა. ორგანიზაციის მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე საერთაშორისო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა ქეთრინ ეშტონმა გაახმაურა და აღნიშნულის მიზეზად ლიბიაში მიმდინარე არეულობა დაასახელა.
"ჩვენ ვგმობთ ძალადობას. მოვუწოდებთ მხარეებს სიტუაციის განმუხტვისკენ. ადამიანის ფუნდამენტური უფლება პატივისცემას იმსახურებს და მოვუწოდებ ხელისუფლებას მოუსმინოს ხალხის მოთხოვნებს. მე უკვე მივმართე ევროკავშირის ელჩებს, რომ ერთად განვიხილოთ არსებული ვითარება და შეკრება ბრიუსელში გაიმართება. ჩვენ უკვე გადავწვიტეთ შევწყვიტოთ ლიბიასთან სავაჭრო ხელშეკრულებაზე მუშაობა, რომელიც მოლაპარაკებების ფაზაში იყო შესული", - განმარტა ეშტონმა.
შეგახსენებთ, რომ ლიბიაში სამოქალაქო ომია.