ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების ერთ-ერთი რეჟიმის გაგრძელებაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ამის შესახებ Politico-ს ევროკავშირის დიპლომატებმა განუცხადეს.
“მუდმივ წარმომადგენლებს, რომლებიც ბრიუსელში შეიკრიბნენ, ორშაბათს [14 სექტემბერს] ერთსულოვნებისთვის უნდა მიეღწიათ, ვინაიდან, სააქციო რეჟიმის მოქმედების ვადა - რომელიც დაახლოებით 3 000 ფიზიკური პირისა და კომპანიის აქტივების გაყინვას ითვალისწინებს - სამშაბათს იწურება”, - წერს გამოცემა.
სლოვაკეთი ევროკავშირისგან ორი რუსი ბიზნესმენის, ალიშერ უსმანოვისა და მიხაილ ფრიდმანის შავი სიიდან ამოღებას ითხოვს.
არსებული ინფორმაციით, სლოვაკეთი ითხოვდა, რომ სასანქციო სიიდან ამოეღოთ რუსი ოლიგარქები ალიშერ უსმანოვი და მიხაილ ფრიდმანი. საფრანგეთი კომპრომისის მიღწევას ცდილობდა და სასანქციო სიიდან მხოლოდ უსმანოვის ამოღებას სთავაზობდა.
წყაროების ინფორმაციით, ევროკავშირის მუდმივი წარმომადგენლები ორშაბათს, 14 სექტემბერს, მოგვიანებით, კვლავ შეიკრიბებიან შემდგომი განხილვებისთვის.