ეგვიპტის საგარეო საქმეთა სამინისტრო მზადაა, მუბარაქის უცხოური აქტივები არაბულ ქვეყნებშიც გაყინოს.
ეგვიპტის საგარეო საქმეთა სამინისტრომ არაბულ ქვეყნებში, ევროკავშირსა და დასავლეთის სხვა ქვეყნებში არსებულ საკუთარ წარმომადგებლობებს შესთავაზა, ექს-პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქის უცხოური აქტივები გაყინოს.
უფრო ადრე ეგვიპტის გენერალურმა პროკურატურამ, ასევე, გადაწყვიტა მუბარაქის, მისი მეუღლე სუზანისა და ვაჟების_ ალისა და ჯამალის საბანკო ანგარიშების გაყინვა.
აღსანიშნავია, რომ ეგვიპტის დროებითი ხელისუფლება ამ გადაწყვეტილების მიღებას საკუთარ ქვეყანაში დიდხანს აჭიანურებდა და მხოლოდ საზღვარგარეთულ ბანკებში მისი ანგარიშის დაბლოკვას აპირებდა.
ყოფილი პრეზიდენტის ჰოსნი მუბარაქისა და მისი გარემოცვის ანგარიშზე შვეიცარიაში ათეულობით მილიონი დოლარი ინახება. ამის შესახებ შვეიცარიის საგარეო საქმეთა პრეს-მდივანმა შტეფან ფონ ბელოუმ განაცხადა.
მისი თქმით, ჯერ კიდევ უცნობია, ეს თანხები მუბარაქის რეჟიმმა კანონიერი გზით მიიღო თუ არა. "
თუკეს თანხა არაკანონიერადაა მოპოვებული, მის ბედს სასამართლო ორგანოები გაარკვევენ,"_აღნიშნა შტეფან ბელოუმ.
შეგახსენებთ, ჰოსნი მუბარაქის გადადგომიდან სულ რამდენიმე საათში შვეიცარიამ მუბარაქისა და მისი გარემოცვის 11 წევრის ანგარიშები გაყინა.