ამერიკის შეერთებული შტატები ლიბიაში დაღუპულ მშვიდობიან მოქალაქეებზე მთელ პასუხისმგებლობას ქვეყნის მთავრობას აკისრებს.
შესაბამისი განცხადება სპეციალურ პრესკონფერენციაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა გააკეთა.
"შეერთებული შტატები განაგრძობს ლიბიაში მიმდინარე მოვლენებზე დაკვირვებას... ვუერთდებით საერთაშორისო საზოგადოების შეშფოთებას. გვაქვს მონაცემები, რომ დაღუპულია ასობით ადამიანი და კიდევ უფრო მეტი დაშავებული. სისხლისღვრა ყოვლად მიუღებელია. ლიბიის მთავრობა პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს ადამიანის უფლებების ძირითად პრინციპებს - აზრის გამოხატვის და შეკრების თავისუფლებას", - განაცხადა ჰილარი კლინტონმა.
შეგახსენებთ, რომ ლიბიაში სამოქალაქო ომია.