უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარლამენტს მოუწოდა, დაუყოვნებლივ მხარი დაუჭიროს გენერალური პროკურორის, რუსლან კრავჩენკოს, თანამდებობიდან გადაყენებას.
„ამ გენერალურ პროკურორს მხოლოდ ერთი გზა აქვს - თანამდებობიდან გათავისუფლება. სწორედ ეს ვუთხარი მას. უკრაინამ ყველა მიზეზი იხილა“, - წერს ზელენსკი..
ზელენსკის განცხადებით, თუ კრავჩენკო ამას პოლიტიკურ ზეწოლად მიიჩნევს, შეუძლია, ასე უწოდოს.
„მოვუწოდებ პარლამენტარებს, დაუყოვნებლივ დაუჭირონ მხარი მის გათავისუფლებას“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მანამდე, უკრაინის გენერალურმა პროკურორმა რუსლან კრავჩენკომ უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორ სემიონ კრივონოსს ბრალი წაუყენა და უკრაინის ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროსა და სპეციალიზებულ ანტიკორუფციულ პროკურატურას მათი თანამშრომლების წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეების მასალების უკანონოდ დაუფლებაში დასდო ბრალი.