11 სექტემბრის ღამეს უკრაინის თავდაცვის ძალების დანაყოფებმა რუსეთის სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე იერიში მიიტანეს.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბსა და უპილოტო სისტემების ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს .
ობიექტის ტერიტორიაზე ხანძრები დაფიქსირდა. მიყენებული ზარალის მასშტაბი ამ დროისთვის ზუსტდება.
უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების ინფორმაციით, ოპერაცია მათ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურთან და თავდაცვის სამინისტროს მთავარ სადაზვერვო სამმართველოსთან ერთად განახორციელეს.
სამიზნემდე მანძილი დაახლოებით 600 კილომეტრი იყო.
სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას წელიწადში დაახლოებით 7 მილიონი ტონა ნავთობის გადამუშავების სიმძლავრე აქვს. საწარმო აწარმოებს ბენზინს, დიზელის საწვავსა და სხვა ნავთობპროდუქტებს.
ქარხანა ასევე მონაწილეობს რუსეთის შეიარაღებული ძალების საწვავ-საპოხი მასალებით მომარაგებაში.