ელისეს სასახლეში სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შორის შეხვედრა გაიმართა.
სომხური მედიის ცნობით, ემანუელ მაკრონმა პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა კოსმოსის საკითხებზე პირველ საერთაშორისო სამიტში მონაწილეობის მისაღებად მიწვევის მიღებისთვის. საფრანგეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ორმხრივი ურთიერთობების ყველა მიმართულებით უწყვეტი განვითარების მნიშვნელობას, სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ორმხრივი დეკლარაციის შესაბამისად.
პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა მადლობა გადაუხადა მაკრონს მიწვევისა და თბილი დახვედრისთვის და აღნიშნა საფრანგეთთან კოსმოსის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობა. მისი თქმით, სომხეთი ამ მიმართულებით უფრო კონკრეტული პარტნიორობის განვითარებით არის დაინტერესებული.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს, რომ ეკონომიკური თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ამ კონტექსტში აღინიშნა სომხეთის მთავრობის მიერ ეკონომიკის დივერსიფიკაციის მიმართულებით გადადგმული თანმიმდევრული ნაბიჯები.