უკრაინულმა დრონებმა რუსეთის მთავარ გაზმომპოვებელ რეგიონში, იამალო-ნენეცის ავტონომიურ ოლქში, გაზის ინფრასტრუქტურის ობიექტები დააზიანეს. ინფორმაციას Telegram-არხები და რეგიონის ოფიციალური ხელისუფლება ავრცელებენ.
Telegram-არხ Exilenova+-ის ინფორმაციით, თავდასხმის სამიზნე ნოვიურენგოის გაზის კონდენსატის გადამამუშავებელი ქარხანა
„ეს საწარმო რეგიონის გაზისა და გაზის კონდენსატის ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტია. მისი საპროექტო სიმძლავრე წელიწადში დაახლოებით 19.5 მილიონი ტონა ნედლეულია“, – წერს Telegram-არხი.
იამალო-ნენეცის ავტონომიური ოლქის გუბერნატორმა დმიტრი არტიუხოვმა თავდასხმის ფაქტი დაადასტურა, თუმცა განაცხადა, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ყველა დრონი ჩამოაგდეს, ხოლო ობიექტზე „ნამსხვრევები“ ჩაცვივდა.
„დღეს ნოვიურენგოის ერთ-ერთ სამრეწველო ობიექტზე დრონით თავდასხმა აღიკვეთა. უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ხანძარი გაჩნდა. ადგილზე საგანგებო სამსახურების სპეციალისტები მუშაობენ“, - განაცხადა არტიუხოვმა.
მისივე ინფორმაციით, დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ცნობები არ არსებობს. ზარალის მასშტაბსა ადგენენ.
ცნობისასთვის, უკრაინის საზღვრიდან ნოვიურენგოიმდე დაახლოებით 3 ათასი კილომეტრია.