მფრინავები, რომლებიც მოიერიშეებიდან ლიბანელ ხალხს ხოცავდნენ, უკრაინელები იყვნენ. ამის შესახებ ამერიკის დაზვერვითი-ანალიტიკური გამოცემა STRARFOR -ი იტყობინება. ამ ინფორმაციის თანახმად, უკრაინელებმა მომიტინგეები დახვრიტეს.
ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ლიბიის ლიდერ მუამარ კადაფს იტალიური მაფიაც ეხმარება. გემებმა, რომლებსაც იტალიელები მართავდნენ, ტრიპოლსა და ბენგაზში დემონსტრანტების წინააღმდეგ იერიში მიიტანეს.
ამასთან დაკავშირებით, უკრაინის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ უკრაინელი სამხედოები ლიბიაში არ იმყოფებიან. ამდენად, ისინი დემონსტანტრების დახვრეტაში მონაწილეობას ვერ მიიღებდნენ.
შეგახსენებთ, მასობრივი სახალხო მღელვარება ქვეყნის პრეზიდენტ მუამარ კადაფის წინააღმდეგ 16 თებერვალს ლიბიის უმსხვილეს ქალაქებში დაიწყო. ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ფედერაციის მონაცემებით, ლიბიაში 300-იდან 400 კაცამდე დაიღუპა.