უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა, ევროპა და აშშ უახლოეს მომავალში მოლაპარაკებების ამავე ფორმატში შეხვედრის გამართვაზე შეთანხმდნენ.
ზელენსკის თქმით, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის ლიდერების მრჩევლები ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მოლაპარაკებებს მესამე რაუნდის დროს შეუერთდნენ.
„შევთანხმდით, რომ უახლოეს მომავალში უკრაინა, ევროპა და ამერიკა ერთმანეთს შეხვდებიან. არ ვიცი, სად გაიმართება შეხვედრა - ევროპაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ან, შესაძლოა, ისევ უკრაინაში. როგორც მივხვდი, სტივს [უიტკოფს] ჩვენი მატარებელი მოეწონა, ასე რომ, შესაძლოა, კვლავ უკრაინაში ჩამოვიდნენ. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
6 სექტემბერს ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი, კიევში მატარებლით ჩავიდნენ და ზელენსკის სოფიის მოედანზე შეხვდნენ. უკრაინის დედაქალაქში ასევე ჩავიდნენ საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის წარმომადგენლები..
ზელენსკის ინფორმაციით, 6 სექტემბერს მოლაპარაკებების სამი რაუნდი გაიმართა და სამივე მათგანი „ძალიან შინაარსიანი“ იყო. მხარეებმა განიხილეს ომის დასრულების შესაძლო პირობები და უკრაინის მხარდაჭერა მოკლევადიან პერსპექტივაში.