აშშ-ის კონგრესმენებმა კოლეგებს ხოჯალის მსხვერპლთა პატივის მიგებისკენ მოუწოდეს. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია იტყობინება.
ამ ინფორმაციის თანახმად, ტეხასის კონგრესის წევრმა ედი ბერნის ჯონსონმა კოლეგებს მიმართა და 1992 წლის 26 თებერვალს მთიანი ყარაბახის რეგიონის ქალაქ ხოჯალში დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობისთვის პატივის მიგება სთხოვა.
"ბევრმა ჩვენგანმა იცის, რომ აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში პოსტსაბჭოთა კონფლიქტებმა სისხლიანი ეთნიკური წმენდა გამოწვია, თუმცა ცოტამ თუ იცის სომხეთის შეიარაღებულ ბოევიკთა მხრიდან ხოჯალის მკვიდრთა დახოცვის შესახებ. ხოჯალში ეთნიკური წმენდა განხორციელდა და ქალაქი აღიგავა პირისგან მიწისა. საინფორმაციო საშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის მიუხედავად, ბევრმა ამ ტრაგედიის შესახებ დაივიწყა. ვიმედოვნებ, ყოველ წელიწადს შეგვეძლება ამ ადამიანების სულებისთვის ვილოცოთ", _ აღნიშნა ედი ბერნის ჯონსონმა.
კონგრესმენმა იმედი გამოთქვა, რომ მთიანი ყარაბახის კონფლიქტი მშვიდობიანად გადაწყდება.
"ხოჯალიში დაღუპული ქალების, ბავშვებისა და მამაკაცების ხსოვნის გამო ამ ტრაგედიას შეფასება უნდა მიეცეს", _ აღნიშნა კონგრესმენმა.
თავის მხრივ, პენსილვანიელმა კონგრესმენმა, სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარემ აზერბაიჯანულ საკითხებში ბილ შუსტერმაც ხოჯალის ტრაგედიის გამო თანაგრძნობა გამოხატა.
"სამწუხაროდ, სომხეთის საზღვრებთან ძალიან ცოტა ადამიანია, რომლებიც ხოჯალის ტკივილს აცნობიერებს. ჩვენი ძალაა, ხელმისაწვდომი გავხადოთ სიმართლე, რის შესახებაც ცოტა ადამიანმა თუ იცის. აზერბაიჯანი აშშ-ის ძლიერი სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარია. ხოჯალის ტრაგედია კაცობრიობის წინაშეEჩადენილი დანაშაულია", - განაცხადა მან.
ხოჯალის ტრაგედია დაგმეს სხვა კონგრესმენებმაც. სტივ კოენ ტენესმა ამას ყოვლად უაზრო მხეცობა უწოდა. კონგრესმენმა ჩრდილოეთ კაროლინიდან ვირჯინია ფოკსმა კი აღნიშნა, რომ Hუნან ღიგჰტს ჭატცჰ-ის,MMემორიალ-ისა და ადამიანის უფლებათა ცენტრის თანახმად, ხოჯალის ტრაგედია სომეხმა სამხედროებმა რუსეთის მოტომსროლელი რაზმის დახმარებით განახორციელეს.