"იქ როგორც ჩახვედით ისე გამოაღწიეთ იქიდან თქვენ თვითონ", _ ასეთი პასუხი გასცა ლიბიაში რუსეთის საელჩომ რუსეთის 150 მოქალაქეს, რომლებიც ლიბიის უდაბნოში იმყოფებიან, დედაქალაქ ტიპოლიდან 750 კილომეტრში და ევაკუაციას ელის. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
"ყველა მათგანი რუსეთის კომპანიის თანამშრომლები არიან, რომლებიც ლიბიაში რკინიგზას აშენებენ "რუსეთის რკინიგზასთან" გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე", _ ამის შესახებ რუსეთის ტელეარხ "როსია-24"-ს ერთ-ერთმა რუსეთის მოქალაქემ სატელეფონო საუბრისას მოუთხრო.
მისივე თქმით, "ეს ადამიანები ჩემოდნებზე სხედან და ევაკუაციას ელოდებიან. პური უკვე გათავდა, მაგრამ წყალი ჯერ კიდევ არის".
ბანაკში რუსეთის მოქალაქეებთან ერთად კიდევ დაახლოებით 600 ადამიანია - ეს არიან სხვა და სხვა ქვეყნიდან კომპანიის სამუშაოების შემსრულებლები. "რუს თანამშრომლებთან ისინი იმიტომ აღმოჩნდნენ, რომ მათი ბანაკები მოროდიორებმა გაანადგურეს".
სატელეფონო საუბრისას მოსაუბრემ ასევე აღნიშნა, რომ "სალჩოში მათ ევაკუაციაზე უარი უთხრეს და განუცხადეს: - იქ როგორც ჩახვედით ისე გამოაღწიეთ იქიდან თქვენ თვითონ" - ამიტომაც ბანაკში მყოფი ადამიანები თვითმფრინავებს ელოდებიან - სხვა გზა ტრიპოლში ჩასაღწევად მათ არ აქვთ. სულ ტელეკომპანიის მონაცემებით ლიბიაში რუსეთის 563 მოქალაქე ექვემდებარე ევაკუაციას.