საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ლაშა თორდიას შეფასებით, დევნილების ლოგიკური პრობლემებით ოპოზიცია თავისი პოლიტიკური სახის შექმნას ცდილობს.
"ჩვენი ოპონენტები ცდილობენ დევნილების თემის პოლიტიზებას და არ ფიქრობენ, რომ ამათ მათ კიდევ უფრო ცუდ დღეში აქცევენ. კარგად ვიცით, რომ ეს ადამიანები ბედნიერები მანამდე არ იქნებიან, სანამ საკუთარ სახლებს არ დაუბრუნდებიან და სანამ ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია არ მოხდება", - აღნიშნა თორდიამ პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის გამოხმაურებისას.
მისი თქმით, ოპოზიციას არ აინტერესებს, როგორ ზრუნავს ხელისუფლება დევნილებზე, რომ მათ მხოლოდ თბილისში 600-მდე შენობა გადაეცათ საკუთრებაში.
"არ გავინტერესებს, რომ დევნილებს სახელმწიფო ეხმარება სასოფლო-სამეურნეო მიწის დამუშავებაში და აძლევს სუფსიდია, რომ დამოუკიდებლად შეძლონ საკუთარი ოჯახების შენახვა. თქვენ მხოლოდ აქილიკებთ, რატომ დადო ტოლვილთა უმაღლესმა კომისარმა დადებითიო დასკვნა. ეს იმიტომ მოხდა, რომ სახელმწიფო გამოხატა ნება, რომ ამ ადამიანებს არსებობის ნორმალური საშუალება მიცეს და არა იმიტომ, რომ თქვენ ლოკალურად პრობლემების დროს მიხვიდეთ და პოლიციასთან ჩხუბით პოლიტიკური სახეები შეიქმნათ", - აღნიშნა უმრავლესობის წევრმა.