ჩრდილოეთ კვიპროსის სანაპიროსთან ბორანი გადაბრუნდა, რომელზეც დაახლოებით 270 ადამიანი იმყოფებოდა.
Reuters-ის ინფორმაციით, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ბორტზე სულ 267 ადამიანი იმყოფებოდა - 259 მგზავრი და ეკიპაჟის 8 წევრი. ამის შესახებ ჩრდილოეთ კვიპროსის ტრანსპორტის მინისტრმა ერჰან არიქლიმ განაცხადა.
კერძო მფლობელობაში მყოფი ბორანი ჩრდილოეთ კვიპროსის კირენიის პორტიდან ადგილობრივი დროით 12:30 საათზე გავიდა და მალევე, ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზით, ბორტზე წყლის შესვლა დაიწყო.
ბორანი ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში, მერსინის პროვინციაში მდებარე თურქეთის პორტ ტაშუჯუსკენ მიემართებოდა.