ირანის უშიშროების ძალებმა ირანის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერისა და პრეზიდენტობის ექს-კანდიდატ მეჰდი ქიარუბის ვაჟი დააკავეს.
უშიშროების სამსახურის თანამშრომლები ღამით ალი ქიარუბის სახლში შეიჭრნენ და იგი მეუღლესთან_ნაფისეხ პანახთან ერთად დააპატიმრეს. თუმცა მოგვიანებით ნაფისეხ პანახი გაათავისუფლეს, ქიარუბის ვაჟის შესახებ კი ინფორმაცია არ ვრცელდება.
შიდაპოლიტიკური ვითარება ირანში 2009 წლის 12 ივნისს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გამწვავდა.
მაშინ აჰმადინეჯადმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და ხმათა 60 % დააგროვა. ახმადინეჯადის ძირითადმა მოწინააღმდეგე მირჰოსეინ მუსავიმ კი ხმათა 30 %-ზე მეტი დააგროვა. თუმცა ოპოზიციამ ხელისუფლება თაღლითობაში დაანდანაშაულა და არჩევნების გაუქმება მოითხოვა.