აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ, შეერთებული შტატების სახელით, უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავი მიულოცა და ხაზი გაუსვა, რომ ამერიკა უკრაინის სუვერენიტეტის ერთგულია.
რუბიოs განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ ძალისხმევას არ იშურებს რუსეთ-უკრაინის ომის მოლაპარაკებების გზით მოგვარების მხარდასაჭერად, რაც ხანგრძლივ და მდგრად მშვიდობას უზრუნველყოფს
"ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, ვულოცავ უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავს.
დღეს, 35 წლის შემდეგ, როდესაც უკრაინამ 1991 წლის 24 აგვისტოს საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა, შეერთებული შტატები კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს ორ ქვეყანას შორის ხანგრძლივ თანამშრომლობას. შეერთებული შტატები უკრაინის სუვერენიტეტის ერთგულია და ძალისხმევას არ იშურებს რუსეთ-უკრაინის ომის მოლაპარაკებების გზით მოგვარების მხარდასაჭერად, რაც ხანგრძლივ და მდგრად მშვიდობას უზრუნველყოფს.
ამ დამოუკიდებლობის დღეს, როდესაც უკრაინელები პატივს მიაგებენ თავიანთი ქვეყნის ისტორიას და აღნიშნავენ სიმამაცეს, ინოვაციურობასა და გამძლეობას, შეერთებული შტატები კიდევ ერთხელ ადასტურებს ეკონომიკური და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერების მტკიცე ერთგულებას და ორივე ქვეყნისთვის მშვიდობისა და კეთილდღეობისკენ გზის გაკვალვას", - ნათქვამია რუბიოს განცხადებაში..