პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ სმოლენსკთან მომხდარ ავიაკატასტროფაში დამნაშავედ პოლონელი პილოტების მიერ დაშვებული შეცდომა აღიარა.
"ჩვენ ეს რამდენიც არ უნდა ვუარყოთ, პოლონელმა პილოტებმა აშკარად შეცდომა დაუშვეს. მათ ნისლში დაშვების გადაწყვეტილება არ უნდა მიეღოთ", _ განაცხადა სიკორსკიმ და კომენტარი გააკეთა ლეხ კაჩინსკის ძმის რადოსლავ სიკორსკის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, იმის შესახებ, რომ პოლონელი პილოტების შეცდომაზე საუბარი "არაპატრიოტულია" და "პოლონეთის რეპუტაციას დარტყმას აყენებს".
სიკორსკი არ მიიჩნევს, რომ ამაზე საუბარი არაპატრიოტულია და მას არ მიაჩნია, რომ პოლონელი პილოტების შეცდომის შესახებ საუბარი ქვეყნის რეპუტაციას დარტყმას აყენებს.
ამას გარდა, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ პოლონეთმა და რუსეთმა საერთო ინტერესებით უნდა იხელმძღვანელონ აღნიშნული ავიაკატასტროფის მიზეზების გამოძიებისას, კერძოდ უსაფრთხო ფრენების უზრუნველყოფით უნდა იხელმძღვანელონ.
"იმ შემთხვევაში თუ პოლონეთის მიერ გაკეთებული დასკვნა აჩვენებს, რომ მათი დისპეჩერების მუშაობა კორექტირებას საჭიროებს, რუსები ამის მხოლოდ მადლობლები უნდა იყვნენ.
შეგახსენებთ, რომ 2010 წლის 10 აპრილს სმოლენსკთან მომხდარ ავიაკატასტროფაში პოლონეთის პრეზიდენტი, მისი მეუღლე და მთავრობის წევრები დაიღუპნენ. სულ ავიაკატასტროფამ 96 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.