ახალ ზელანდიაში 6.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 65 ადამიანია დაღუპული. ამის შესახებ " BBC " იუწყება.
ამ წუთებში სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.
მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის სიდიდთ მეორე ქალაქ ქრისტჩარჩთან დაფიქსირდა. მიწისძვრამ მასობრივი ნგრევა გამოიწვია.
გამოცხადდა საგანგაშო მდგომარეობა.
როგორც ადგილობრივი საგანგებო სამსახურის წარმომადგენლები აცხადებენ, ნანგრევებში მოყოლილია ბევრი ადამიანი.