ახალ ზელანდიაში 6.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. ეპიცენტრი ქვეყნის სიდიდთ მეორე ქალაქ ქრისტჩარჩში იყო. მიწისძვრამ მასობრივი ნგრევა გამოიწვია. გამოცხადდა საგანგაშო მდგომარეობა.
როგორც ადგილობრივი საგანგებო სამსახურები აცხადებენ, ნანგრევებში მოყოლილია ბევრი ადამიანი. ამ ეტაპზე მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. დაშავებულია ბევრი ადამიანი.
ზარალი სავარაუდოდ გაცილებით მეტია, ვიდრე სექტემბერში მომხდარი 7.1 მაგნიტუდის მიწისძვრა. გასული წლის მიწისძვრამ ზელანდიას 3 მილიონი დოლარის ოდენობით ზარალი მოუტანა.