ლიბიაში სტაციონალური და მობილური სატელეფონი კავშირის სადგურები გაითიშა. "ალ-ჯაზირას" ინფორმაციით, ხელისუფლებამ ტრიპოლიში სახალხო მღელვარებაში მონაწილეთა წინააღმდეგ მასშტაბური აქცია წამოიწყო.
დემონსტრანების დასაშლელად ხელისუფლება სამხედრო ავიაციას იყენებს. ვრცელდება დაუდასტურებელი ინფორმაციები დარუპულთა შესახებ.
შეგახსენებთ, რომ პოლიციის ძალები ლიბიის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ბენგაზში ამბოხებულების მხარეს გადავიდნენ, ქალაქი მთლიანად ამბოხებულების ხელშია. არეულობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა უკვე 300-ს აღწევს. შეტაკებები ხდება ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლშიც. ტრიპოლი ქვეყნის მმართველ მუამარ კადაფის მთავარ დასაყრდენ ქალაქს წარმოადგენს.
ამბოხებულები მუამარ კადაფის ხელისუფლების დამხობას მოითხოვენ, რომელიც ქვეყნის სათავეში უკვე 42 წელია იმყოფება.
ძლიერი ანტისახელისუფლებო საპროტესტო აქციები ლიბიაში 15 თებერვალს დაიწყო. ხელისუფლებამ მანიფესტაციები ძალის გამოყენებით დაშალა, თუმცა ხალხი ქუჩებში კვლავ გამოდის. ლიბიის უშიშროების ძალები დემონსტრანტების წინააღმდეგ მძიმე ტექნიკას, ცეცხლსასროლ ავტომატურ იარაღებსა და დანებს იყენებენ.
ოპოზიციას მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა ქვეყნის ლიდერის შვილმა, თუმცა ამ შეთავაზებას ოპოზიცია არ თანხმდება. ქვეყნის მმართველი მუამერ კადაფი მთავრობაში 1969 წელს სამხედრო გადატრიალების შედეგად მოვიდა. დემონსტრანტები მუამერ კადაფის 42-წლიანი მმართველობის დასრულებას ითხოვენ.