ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტის ჰოსნი მუბარაკისა და მისი გარემოცვის პირად ანგარიშზე ათობით მილიონი დოლარია. ამის შესახებ შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მდივანმა შტეფან ფონ ბელოვმა განაცხადა.
"ჯერჯერობით ჩვენთვის უცნობია, ეს თანხა კანონიერი ოპერაციით არის თუ არა მიღებული", _ განაცხადა ბელოვმა. მისი თქმით, თუკი გაირკვევა, რომ ფული დანაშაულებრივი გზითაა მოპოვებული, ფულის ბედს "სასამართლოს კომპეტენტური ორგანოები" გადაწყვეტენ.
შეგახსენებთ, ეგვიპტის ექს-მეთაურისა და მისი თანამზრახველების ანგარიშები 11 თებერვალს ჰოსნი მუბარაკის ხელისუფლებიდან წასვლისთანავე რამდენიმე საათში გაიყინა. კერძოდ, ეს შეზღუდვა თავად ჰოსნი მუბარაკის, მისი ახლო ნათესავებისა და ოთხი ექს-მინისტრის ანგარიშს შეეხო.
15 თებერვალს ეგვიპტის ხელისუფლებამ აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთსა და ევროკავშირს მუბარაკისა და ყოფილი ჩინოვნიკების ანგარიშის გაყინვის თხოვნით მიმართა.