ალჟირში პოლიციამ ახალგაზრდების მიტინგი ძალის გამოყენებით დაშალა. სტუდენტების აქცია უმაღლესი განათლების სამინისტროსთან მიმდინარეობდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი გაზეთი "ალ ვატანი" ავრცელებს.
ასობით სტუდენტი პრეზიდენტის ბრძანების გაუქმებას მოითხოვდა, რომელიც სასწავლო სტიპენდიების სისტემის ცვლილებას ითვალისწინებს.
"აქ დავრჩებით მანამ, ვიდრე არ გავიმარჯვებთ, რეპრესიები ვერ შეგვაშინებს", _ აცხადებდნენ დემონსტრანტები.მიუხედავად ამისა, მათ ვერ გაუძლეს პოლიციის ზეწოლას და აქციის ადგილი მიატოვეს.
სტუდენტებსა და პოლიციელებს შორის მომხდარი შეტაკებისას დაიჭრა 20 ადამიანი.