ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კემერონი ეგვიპტეში ჩავიდა. კემერონი პირველი მსოფლიო ლიდერია, რომელიც ეგვიპტეს ოფიციალურ ვიზიტით ეწვია.
როგორც BBC იუწყება, კემერონი შეხვედრებს ქვეყნის დროებითYხელმძღვანელ პირებთან გამართავს. მისი თქმით, ეგვიპტეს დიდი შესაძლებლობა აქვს, რომ დემოკრატიული სახელმწიფო გახდეს.
კემერონი მოლაპარაკებას გამართავს ეგვიპტის დროებით მმართველ, ქვეყნის თავდაცის უწყების ხელმძღვანელ მუჰამედ ტანტავთან. ის ასევე შეხვდება ეგვიპტის პრემიერს აჰმედ შაფიქს. შეხვედრები გაიმართება ოპოზიციის ლიდერებთანაც.
ეგვიპტეში რევოლუცია 10 დღის წინ მოხდა. ჰოსნი მუბარაკმა 30-წლიანი მმართველობის შემდეგ დატოვა პრეზიდენტის პოსტი.