მაროკოში არეულობების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა უკვე 5 ადამიანს შეადგენს. შეტაკებები მაროკოს ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ელ-ხოსეიმში მიმდინარეობს. არაბული მედიის ინფორმაციით, არეულობების შედეგად უკვე დაჭრილია 46 ადამიანი.
მაროკოში მღელვარება რამდენიმე დღის წინ დაიწყო. მასობრივ აქციებზე გამოსული ადამიანები პოლიტიკური რეფორმების გატარებასა და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას მოითხოვს.
გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქ ელ-ხოსეიმში რამდენიმე ასეული ახლომდებარე სოფლის მაცხოვრებლები ჩავიდნენ და მღელვარება სწორედ მათ წამოიწყეს. ისინი ამტვრევდნენ მაღაზიებისა და ბანკების ვიტრინებს, წვავდნენ ავტომობილებს. ხდებოდა შეტაკებები პოლიციასთან.
გარდაცვლილ 5 და დაჭრილი 46 ადამიანს ძირითადად პოლიციელები შეადგენენ.