პოლიციის ძალები ლიბიის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ბენგაზში ამბოხებულების მხარეს გადავიდნენ, ქალაქი მთლიანად ამბოხებულების ხელშია. ინფორმაციას ამის შესახებ ტელერადიოკომპანია "ალ-ჯაზირა" ავრცელებს.
ბენგაზში სახალხო მღელვარებები 15 თებერვალს დაიწყო. ამბოხებულები მუამარ კადაფის ხელისუფლების დამხობას მოითხოვენ, რომელიც ქვეყნის სათავეში უკვე 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფება.
არეულობების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა უკვე 300-ს აღწევს.
შეტაკებები ხდება ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლშიც. ტრიპოლი ქვეყნის მმართველ მუამარ კადაფის მთავარ დასაყრდენ ქალაქს წარმოადგენს.
ძლიერი ანტისახელისუფლებო საპროტესტო აქციები ლიბიაში 6 დღის წინ დაიწყო. ხელისუფლებამ მანიფესტაციები ძალის გამოყენებით დაშალა, თუმცა ხალხი ქუჩებში კვლავ გამოდის. ლიბიის უშიშროების ძალები დემონსტრანტების წინააღმდეგ მძიმე ტექნიკას, ცეცხლსასროლ ავტომატურ იარაღებსა და დანებს იყენებენ.
ევროკავშირის ქვეყნები თავიანთ მოქალაქეებს ქვეყნის სასწრაფო დატოვებისკენ მოუწოდებენ.
მუამერ კადაფი მთავრობაში 1969 წელს სამხედრო გადატრიალების შედეგად მოვიდა.
დემონსტრანტები მუამერ კადაფის 42-წლიანი მმართველობის დასრულებას ითხოვენ.