ლიბიაში რამდენიმე დღეა არეულობებია. არეულობების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 300-მდე გაიზარდა. ამის შესახებ CBCnews იუწყება.
შეტაკებები ხდება ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლშიც. ტრიპოლი ქვეყნის მმართველ მუამარ კადაფის მთავარ დასაყრდენ ქალაქს წარმოადგენს.
ძლიერი ანტი-სახელისუფლებო საპროტესტო აქციები ლიბიაში 6 დღის წინ დაიწყო. ხელისუფლებამ მანიფესტაციები ძალის გამოყენებით დაშალა, თუმცა ხალხი ქუჩებში კვლავ გამოდის. ლიბიის უშიშროების ძალები დემონსტრანტების წინააღმდეგ მძიმე ტექნიკას, ცეცხლსასროლ ავტომატურ იარაღებსა და დანებს იყენებენ.
ბრიტანულმა ნავთობკომპანია BP-მ განაცხადა, რომ მათ არ აქვთ გარანტია იმისა, რომ მათი პერსონალი უსაფრთხოდ იქნება ლიბიაში და ქვეყნიდან მათი ევაკუაციისთვის ემზადება. ევროკავშირის ქვეყნები თავიანთ მოქალაქეებს ქვეყნის სასწრაფო დატოვებისკენ მოუწოდებენ.
მუამერ კადაფი მთავრობაში 1969 წელს მოვიდა სამხედრო გადატრიალების შედეგად მოვიდა.
დემონსტრანტები მუამერ კადაფის 42 წლიანი მმართველობის დასრულებას ითხოვენ.
.