მაიმუნები, რომლებმაც კომპიუტერული თამაშები ისწავლეს, ახორციელებენ იმავე სტრატეგიებს, რასაც მოთამაშე ადამიანები. მათი ეს "ნიჭი" მეცნიერებმა აშშ-ის მეცნიერებათა განვითარების ასოციაციის კრებაზე ცხოველთა განვითარების წარმატებად მიიჩნიეს.
მეცნიერები მუშაობენ ვიწრო და ფართოცხვირიან მაიმუნებთან. ვიწროცხვირიანი მაიმუნები, უფრო სწრაფად ვითარდებიან. ცხოველებს ასწავლიან უბრალო თამაშებს.
ეკრანზე მოცემული კვადრატებიდან, ჯოისტიკის დახმარებით მაიმუნებმა უნდა ამოირჩიონ ასო "ს" ან ასო "დ". არასწორი პასუხის შემთხვევაში, მაიმუნებს აღარ აძლევენ ჯილდოდ საჭმელს, მაგრამ მათ შეუძლიათ დააჭირონ მხოლოდ ძახილის ნიშანს და გადავიდნენ შემდეგ დავალებაზე.
დაკვირვებებმა აჩვენა, რომ უმეტეს შემთხვევაში, ვიწროცხვირიანი მაიმუნები აკეთებენ ზუსტად ისე, როგორც დავალება ითხოვს. ფართოცხვირიანი მაიმუნებს კი არ შეუძლიათ ასეთი ტაკტიკით მუშაობა.