უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრი სიბიჰა გამოეხმაურა ყაზახეთის პრეზიდენტ ყასიმ-ჟომართ თოყაევის მოწოდებას, რომ რუსეთის ლიდერს ვლადიმირ პუტინისადმი ომის გაყინვის შესახებ
„ვაფასებთ პრეზიდენტ ყასიმ-ჟომართ თოყაევის მოწოდებას პუტინისადმი, რომ დადგა ომის შეჩერების დრო. ეს არის რეალისტური, დროული და გონივრული მიმართვა“, - წერს სიბიჰა.
სიბიჰას თქმით, უკრაინამ შესთავაზა ომის შეჩერება ფრონტის ამჟამინდელი ხაზის გასწვრივ და დიპლომატიურ პროცესზე გადასვლა, თუმცა კრემლი კვლავ უარყოფს მშვიდობისკენ მიმავალ ამ მკაფიო გზას.
„პუტინის პრესმდივანმა უკვე უარყო ყაზახეთის პრეზიდენტის ეს წინადადებაც. დასკვნა ასეთია: მოსკოვზე მეტი ზეწოლა უნდა განხორციელდეს, ვიდრე ის რეალისტურ სამშვიდობო წინადადებებს დათანხმდება“, - განაცხადა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
შეგახსენებთ, ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრისას განაცხადა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის კონფლიქტის „გაყინვის“ დროა.