ევროკავშირის ქვეყნები ლიბიაში შექმნილი მდგომარეობის გამო საკუთარი ქვეყნების მოქალაქეებს ლიბიის დატოვებისკენ მოუწოდებენ - წერს ახალი ამბების სააგენტო AFP ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ტრინიდად ხიმენესის სიტყვებზე დაყრდნობით.
საკუთარი პერსონალის ევაკუაციას აპირებს ბრიტანული ნავთობ კომპანია BP.
ლიბიაში არეულობები ამ დრომდე გრძელდება. შეტაკებების შედეგად დაღუპულია 200-ზე მეტი დემონსტრანტი და დაჭრილია ასეულობით ადამიანი. საპროტესტო აქციებზე დემონსტრანტები ქვეყნის ლიდერ მუამერ კადაფის 42-წლიანი მმართველობის დასრულებას ითხოვენ.