ჩრდილოეთ ავღანეთში ერთ-ერთ სამთავრობო შენობასთან თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა რის შედეგადაც სულ მცირე 26 ადამიანი დაიღუპა და 30 მძიმედ დაშავდა.
როგორც BBC იუწყება, აფეთქება ქალაქ კუნდუზში განხორციელდა. ეს ქალაქი დიდი ხანია თალიბების ერთ-ერთ მთავარ დასაყრდენს წარმოადგენს.
გუშინ განხორციელებული ტერაქტის შედეგად ქალაქ ჯალალაბადში 18 ადამიანი დაიღუპა.
ტერაქტის რაოდენობა ავღანეთში იზრდება. გასულ წელს აღნიშნულ ქვეყანაში ტერაქტებისა და საბრძოლო მოქმედებების შედეგად 2 400 ადამიანი დაიღუპა.