საერთაშორის საზოგადოებამ ყველა ხერხს უნდა მიმართოს, ლიბიაში სამოქალაქო ომის თავიდან ასაცილებლად.
ამის შესახებ საფრანგეთის მთავრობის წარმომადგენელმა ფრანსუა ბაროინმა განაცხადა.
"უკიდურესად შეშფოთებულები და შოკირებულები ვართ ლიბიაში შექმნილი სიტუაციით. მტკიცედ ვგმობთ იმ უპრეცედენტო ძალადობას, რომელიც ხდება. ამ ყველაფერმა შესაძლოა ლიბია ხანგრძლივ სამოქალაქო ომში გადაიყვანოს", - განაცხადა ბაროინმა რადიო "ევროპა 1-ში".
მისი თქმით, ლიბიაში, რეპრესიების თავიდან ასაცილებლად დიპლომატიურ დონეზე სრული კოორდინაცია უნდა მოხდეს.
შეგახსენებთ, რომ ლიბიაში არეულობები რამდენიმე დღეა დაიწყო. არეულობების შედეგად ბოლო მონაცემებით 200-ზე მეტი ადამიანია დაღუპული. დემონსტრანტები მუამერ კადაფის 42-წლიანი მმართველობის დასრულებას ითხოვენ.