ესტონეთში მომხდარ ხანძარს ათი მცირეწლოვანი ბავშვი ემსხვერპლა. ცეცხლი ქალაქ ხააპსალის ბავშვთა სახლს მოეკიდა.
ინცინდენტის შედეგად კიდევ 37 მოზარდი დაშავდა.
მიუხედავად იმისა, რომ მაშველები ტრაგედიის ადგილზე სამ წუთში მივიდნენ, ხის შენობიდან პატარების ევაკუაცია ვერ მოხერხდა. ისინი საძინებელ ოთახებში ცოცხლად დაიწვნენ.
ხანძრის მიზეზებს ესტონელი სამართალდამცავები დაადგენენ.
მომხდარის გამო ესტონეთში გლოვა გამოცხადდა. დღეს დილიდან ესტონეთის ყველა სახელმწიფო დაწესებულებაზე სამგლოვიარო დროშები ჩამოჰკიდეს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა საგანგებო თათბირი მოიწვია.