დაღესტანში, ხასავიურტის რაიონში, მორიგი სპეცოპერაციის დროს ერთი მებრძოლი დაიღუპა.
იგი ეჭვმიტანილია წინა ღამით მომხდარ თავდასხმაში, რომლის დროსაც დედა-შვილი დაიღუპა, ხოლო 6 წლის ბავშვი მძიმედ დაიჭრა.
ძალოვანებს რამდენიმე საათის განმავლობაში ალყაში ჰქონდათ მოქცეული სახლი ის სახლი, სადაც დაღუპული მებრძოლი თანამზრახველთან ერთად აფარებდა თავს.
მებრძოლის ვინაობა დაუდგენელია, თუმცა, ცნობილია, რომ იგი ადამ ჰუსეინოვის დაჯგუფების წევრი იყო.