ლიბიის ლიდერის მუამერ კადაფის შვილმა ალ-ისლამმა ოპოზიციას დიალოგისკენ მოუწოდა. მოწოდების მთავარი საკითხები ქვეყანაში ლიბერალური კანონების შემოღება, ოპოზიციასთან დიალოგის გამართვა და სამოქალაქო ომის საფრთხეა.
სეიფ ალ-ისლამმა ასევე უარყო ინფორმაცია მუამერ კადაფის მიერ ქვეყნის დატოვების შესახებ.
გავრცელებული ინფორმაციით, კადაფის შვილის მოწოდება პირველი ნაბიჯია ქვეყნის ხელისუფლების მხრიდან, რომელიც არსებული ვითარების მშვიდობიანად გადაწყვეტას გულისხმობს.
ამ დროისთვის Hუმან ღიგჰტს ჭატცჰ-ის მონაცემებით ქვეყანაში არეულობის შედეგად დაღუპულია 233 ადამიანი. ხელისუფლება კი მხოლოდ 84 დაღუპულის შესახებ საუბრობს.
თავად კადაფი ამ დრომდე მედიის წინაშე არ გამოჩენილა.
ალ-ისლამის განცხადებით, არეულობების ორგანიზატორები ქვეყნის ფარგლებს გარეთ იმყოფებიან, ამბოხებისათვის კი სოციალურ ქსელს Fაცებოოკ-ს და ელექტრონულ ფოსტებს იყენებენ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ამბოხებულებს ქვეყნის შიგნით არსებული რიგი ოპოზიციური ძალებიც მხარს უჭერენ.
მისი განცხადებით, დღეს იგეგმება ქვეყნის საკანონმდებლო ორგანის შეკრება, რომელიც რეფორმების კონკრეტულ გეგმას წარმოადგენს.
ალ-ისლამმა ასევე მოუწოდა ოპოზიციას ქვეყანაში სამოქალაქო ომის საფრთხის თავიდან ასაცილებლად დღევე დაიწყოს მოლაპარაკებები.
"ჩვენ უნდა გამოვიყენოთ შანსი ქვეყანაში უპრეცენდენტო რეფორმების გასატარებლად", - განაცხადა ალ-ისლამმა.
მანვე მოსახლეობას მოუწოდა, გაითვალისწინონ ტუნისისა და ეგვიპტის "მწარე გამოცდილება".