საქვეყნოდ ცნობილი ბრიტანელი მომღერალი ბონი ტაილერი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას BBC მომღერლის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაცით, ბონი ტაილერი პორტუგალიის საავადმყოფოში გარდაიცვალა იმ დაავადებით, რომელსაც მკურნალობდა.
მომღერალმა განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა ჰიტებით Total Eclipse of the Heart, Holding Out for a Hero და It's a Heartache. მან 1970-იან და 1980-იან წლებში მილიონობით ჩანაწერი გაყიდა.
წელს მაისში, მომღერალი პორტუგალიაში ნაწლავებზე სასწრაფო ოპერაციის შემდეგ სამედიცინო ხელოვნურ კომაში მოათავსეს.
გასულ თვეში, ტაილერის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მომღერალი კომიდან გამოვიდა, მაგრამ მისი მდგომარეობა მძიმე რჩებოდა.
მომღერლის ნამდვილი სახელია გეინორ ჰოპკინსი. იგი 1951 წლის 8 ივნისს დაიბადა, უელსი.
ტაილერმა გამორჩეული, ხრინწიანი ხმა 1976 წელს, ხმის იოგების ოპერაციის შემდეგ შეიძინა, რომლის დროსაც მის იოგებზე კვანძები მოიშორეს, რამაც მისი ტემბრი სამუდამოდ შეცვალა.
ბონი ტაილერის ჰიტი It's a Heartache 1978 წელს გამოვიდა და მალევე საერთაშორისო აღიარება მოიპოვა.
მისი ყველაზე ცნობილი ჰიტი Total Eclipse of the Heart ამოვიდა. სიმღერამ პირველი ადგილი დაიკავა როგორც დიდი ბრიტანეთის, ასევე აშშ-ს ჩარტებში და ათწლეულის ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად სინგლად იქცა.
2013 წელს ტაილერმა გაერთიანებული სამეფო ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე წარმოადგინა სიმღერით „Believe in Me“.