მაროკოს ორ ქალაქში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "როიტერი" ავრცელებს.
ქალაქ რაბატში ორი ათასამდე დემონსტრანტია შეკრებილი, რომლებიც მეფე მოჰამედ VI-ს უფლებამოსილების შეზღუდვასა და ხელისუფლების მხრიდან კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას მოითხოვდნენ.
პოლიცია, რომელიც აქციის მონაწილეების მოქმედებას აკვირდება ჯერჯერობით არ ჩარეულა.
ასევე რამდენიმე ასეული ადამიანი გამოვიდა მაროკოს მეორე ქალაქ კასაბლანკაში, რომლებიც მონაწილეობას იღებენ მეფის უფლებამოსილების შეზღუდვისა და რეფორმების მოთხოვნით გამართულ აქციაში.
აქციის ორგანიზატორებმა მოსახლეობის მობილიზება სოციალური ქსელის " Facebook "-ს საშუალებით შესძლეს.